ისრაელი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების განვითარებაში დაეხმარება, თუმცა იარაღს არ გაუგზავნის - განცი

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის მინისტრის ბენი განცის თქმით, ქვეყანა უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების განვითარებაში დაეხმარება, თუმცა არ გეგმავს, რომ მას იარაღი მიაწოდოს. 

განცმა განცხადება ისრაელში ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრისას გააკეთა.

"ჩვენ გავუგზავნეთ მოთხოვნა უკრაინელებს, რომ გაგვიზიარონ ინფორმაცია მათ საჭიროებებზე საჰაერო თავდაცვის განგაშის შესახებ. როგორც კი მივიღებთ ამ ინფორმაციას, ჩვენ შევძლებთ დავეხმაროთ სამოქალაქო პირთა ადრეული გაფრთხილების სისტემის განვითარებაში", - თქვა მან.

თავდაცვის მინისტრმა ასევე დასძინა, რომ "ისრაელი მხარს უჭერს უკრაინას, NATO-ს, დასავლეთს და გააგრძელებს უკრაინისთვის ჰუმანიტარული და თავდაცვითი აღჭურვილობის მიწოდებას, თუმცა არ გადასცემს უკრაინას შეიარაღების სისტემებს, სხვადასხვა ოპერატიული მოსაზრებების გამო".

"ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას შესაძლებლობების ფარგლებში, როგორც ამას წარსულში ვაკეთებდით", - აღნიშნა მან.

განცმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილი პრეზიდენტი მედვედევი ისრაელს საჯაროდ დაემუქრა 

უკრაინამ ოფიციალურად გუშინ, 18 ოქტომბერს სთხოვა ისრაელს საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემა. განცხადება ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გააკეთა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი