
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოკუპირებული დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპორიჟიესს ოლქებში საომარი მდგომარეობის გამოცხადების მიზანი იმ მოსახლეობის პროტესტის ჩახშობის იყო, რომლებიც რუსულ ოკუპაციას ეწინააღმდეგებიან.
პუტინის განცხადებას "არავითარი სამართლებრივი შედეგები არ აქვს უკრაინისა და მისი მოქალაქეებისთვის, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
"კრემლის რეჟიმის აგონიის მიუხედავად, უკრაინა გააგრძელებს ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას და ხალხის გადარჩენას", - წერს სამინისტრო.
იხილეთ ასევე: