პუტინმა უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა საომარი მდგომარეობის რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის ოთხ რეგიონში. ზაპოროჟიეში, ხერონში, დონეცკსა და ლუგანსკში "ე.წ. რეგიონის ხელმძღვანელებს" უსაფრთხოების დამატებითი უფლებამოსილებები მიენიჭებათ.

ამჟამად ის სიტყვით გამოდის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

"მე ხელი მოვაწერე განკარგულებას რუსეთის ფედერაციის ამ ოთხ შემადგენელ სუბიექტში სამხედრო მდგომარეობის შემოღების შესახებ. იგი დაუყოვნებლივ გადაეგზავნება დასამტკიცებლად ფედერაციის საბჭოს“, - თქვა მან. 

პუტინმა მაშინვე არ დააკონკრეტა ის ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგმება საომარი მდგომარეობის პირობებში რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებულ უკრაინის ოთხ რეგიონში.

მაგრამ კანონმდებლობა მიუთითებს, რომ ეს შეიძლება მოიცავდეს მოგზაურობისა და საზოგადოებრივი თავშეყრის შეზღუდვებს, უფრო მკაცრ ცენზურას და უფრო ფართო უფლებამოსილებას სამართალდამცავი ორგანოებისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი