გერმანია გაზაფხულამდე 5000-მდე უკრაინელ ჯარისკაცს მოამზადებს

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის სასწავლო მისიის ფარგლებში, 2023 წლის გაზაფხულისთვის, გერმანია უკრაინის შეიარაღებული ძალების 5 000-მდე სამხედროს მოამზადებს -ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შოლცმა დაადასტურა, რომ გერმანია გახდება უკრაინელი სამხედროების ერთ-ერთი სასწავლო ცენტრი ევროკავშირის მისიის ფარგლებში.

შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას გერმანია მხარს დაუჭერს, სადამდეც ეს საჭირო იქნება. 

შეგახსენებთ, ევროკავშირმა უკრაინისთვის ახალი სამხედრო მისიის შექმნის შესახებ 17 ოქტომბერს გააკეთა განცხადება. ამის პარალელურად, გაერთიანებამ უკრაინისთვის, იარაღის შესაძენად 500 მილიონი გამოყო.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი