"ძალიან საწყენი და გაუგებარია მსგავსი ტიპის ადამიანისგან ასეთი განცხადების გაკეთება, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ არის კრიმინალური ხასიათის",- ასე აფასებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის განცხადებას. რატი ბრეგაძე მას საერთაშორისო სამართალში გარკვევას ურჩევს.
"ზოგადად ნებისმიერმა ადამიანმა, მითუმეტეს ადამიანმა, რომელსაც აქვს იმის პრეტენზია, რომ ვინმეს რამე ურჩიოს, უნდა იცოდეს საერთაშორისო სამართალი. საერთაშორისო სამართლის ერთ- ერთი ფუძემდებლური პრინციპია ძალის გამოყენების აკრძალვა და ასევე მისი გამოყენების მუქარა. ამ ადამიანმა [ოლექსი არესტოვიჩმა] სავარაუდოდ ამის შესახებ არაფერი იცის და ბუნებრივია, რაიმე სახის სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ საკითხზე რთული იქნება. უბრალოდ კარგი იქნება უფრო მეტად გაერკვეს საერთაშორისო სამართალში, საერთაშორისო ურთიერთობებში და მსგავსი ტიპის კრიმინალური განცხადებები აღარ გააკეთოს. საქართველო მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ დაუდგეს გვერდით უკრაინელ ხალხს დაწყებული ჰუმანიტარული დახმარებიდან საერთაშორისო ფორუმებში უკრაინის მხარდაჭერით დამთავრებული და ძალიან საწყენი და გაუგებარია მსგავსი ტიპის ადამიანისგან ასეთი განცხადების გაკეთება, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ არის კრიმინალური ხასიათის“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ. [მის ამ კომენტარს "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს]
იხილეთ ასევე: