"არ ვიცით ეს ომი როდის დასრულდება, თუმცა ზუსტად ვიცით, რომ დასრულდება" | შოლცი ყირიმის სამიტზე

გამოქვეყნდა:

"დღეს არ ვიცით ეს ომი როდის დასრულდება, თუმცა ზუსტად ვიცით, რომ ის დასრულდება" - ამის შესახებ ყირიმის საერთაშორისო სამიტზე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ისაუბრა. 

ბერლინში, ჩვენი შეკრების მთავარი მიზანი ქვეყნის აღდგენაში, მოდერნიზაციასა და რეკონსტრუქციაში უკრაინის დახმარებაა. ჩვენ ვგმობთ რუსეთის მხრიდან დისკრიმინაციას, უკრაინის დასახლებული პუნქტებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე კამიკაძე დრონებით თავდასხმას. ეს ომის ახალი, საშინელი ეტაპია, რომელიც ცდილობს უკრაინა მსოფლიო რუკიდან წაშალოს. ეს ყველაფერი კი მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს. პუტინის რუსეთი გამოუვალ მდგომარეობაშია. მამაცი და ძლიერი უკრაინელი ერი თავის მიზანს მიაღწევს და გაიმარჯვებს.

რა თქმა უნდა, ეს მოხდება მის პარტნიორებთან ერთად. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას როგორც პოლიტიკურად, ასევე ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო კუთხითაც. ეს დახმარება გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ამასთან გერმანია უკრაინას მიაწვდის იმ თავდაცვით სისტემებს, რომელიც მას ყველაზე მეტად სჭირდება. ყველაზე დიდი წარმატება უკრაინული ქალაქების რუსული რაკეტებისგან, დრონებისაგან და ჭურვებისგან დაცვა იქნება. დღეს არ ვიცით ეს ომი როდის დასრულდება, თუმცა ზუსტად ვიცით, რომ ის დასრულდება. შემდეგ კი დაიწყება უკრაინის აღდგენა და მოდერნიზაცია, - აცხადებს შოლცი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი