ბლინკენი ამბობს, რომ რუსეთის ბრალდებები "ბინძური ბომბის" გამოყენებაზე, მცდარია

გამოქვეყნდა:

ენტონი ბლინკენმა და იენს სტოლტენბერგმა „ბინძური ბომბის“ შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით რუსეთის ბრალდებები განიხილეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსეთის მტკიცებას, რომ უკრაინას შეუძლია "ბინძური ბომბის" გამოყენება მცდარი უწოდა.

"დღეს ველაპარაკე ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რათა განმეხილა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების საკითხი და უარვყო რუსეთის ცრუ განცხადებები, რომ უკრაინა ემზადება ბინძური ბომბის გამოსაყენებლად თავის მიწაზე", - დაწერა მან ტვიტერზე.

ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დაურეკა ბრიტანეთის, თურქეთის, საფრანგეთისა და შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრებს და გამოთქვა "შეშფოთება უკრაინის შესაძლო პროვოკაციების გამო "ბინძური ბომბის" გამოყენებით.

ამავე დროს, რუსეთის ხელისუფლებამ საჯაროდ არ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება მათი ბრალდებების შესახებ.

ამ ინფორმაციის კომენტირებისას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ მის ქვეყანას არ აქვს „ბინძური ბომბი“ და შესაძლოა რუსეთი თავად ემზადება მის გამოსაყენებლად. 

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი