შოიგუ "ბინძურ ბომბზე" ინდოეთისა და ჩინეთის თავდაცვის მინისტრებსაც ესაუბრა

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ "ბინძური ბომბის" შესახებ ინდოეთისა და ჩინეთის თავდაცვის მინისტრებსაც ესაუბრა. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსმასახური ავრცელებს.

ორივე შემთხვევაში, შოიგუმ განიხილა უკრაინაში არსებული ვითარება და გამოხატა "შეშფოთება უკრაინის მხრიდან შესაძლო პროვოკაციების შესახებ ბინძური ბომბის გამოყენებით".

ცნობისთვის, 23 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის, საფრანგეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრებს ესაუბრა. სამინისტრო აცხადებს, რომ შოიგუმ გამოხატა "შეშფოთება უკრაინის მიერ ბინძური ბომბის გამოყენებით შესაძლო პროვოკაციების გამო". რუსეთს რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია აღნიშნულის დასადასტურებლად. 

უკრაინის პრეზიდენტმა საპასუხოდ თქვა, რომ თუ რუსეთი რეკავს და ამბობს, თითქოს უკრაინა რაღაცას ამზადებს, ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა უკვე მოამზადა ის. შოიგუს განცხადებით გამოეხმაურა აშშ, ბრიტანეთი და საფრანგეთიც - მათ გავრცელებულ ცნობას ცხადი სიცრუე უწოდეს. იგივე გაიმეორა ამერიკამაც. იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი