
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინამ და ისრაელმა დაზვერვისა და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობა დაიწყეს.
ზელენსკი მეტ დეტალს ამ დროისთვის არ ასაჯაროებს. მანამდე კი ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განციმ თქვა, რომ "ისრაელი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების განვითარებაში დაეხმარებოდა, თუმცა იარაღს არ გაუგზავნიდა".