
შეერთებული შტატების უსაფრთხოების ყოფილი მდივნის, ჯონ ბოლტონის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, თუმცა თუ მან ასეთი ბრძანება გასცა აშშ მის ფიზიკურ განადგურებას შეეცდება.
"ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ მცდელობები, რომ პუტინმა ამაზე ფიქრი შეწყვიტოს ის მანამდეც ბლეფობდა, ბირთვული იარაღის გამოყენების თაობაზე და ყველა ინდიკატორი მიანიშნებს, რომ ყველა მისი ახლანდელი საუბარიც ბლეფია, თუმცა მე არ გამოვრიცხავდი მის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას, იმ შემთხვევაში თუ რუსული ძალები უკრაინაში ჩამოიშლებიან და თუ პუტინი გამოუვალ პოლიტიკურ ვითარებაში აღმოჩნდება, ამიტომ ჩვენ გარკვევით უნდა გავაგებინოთ, რომ თუ ის გასცემს ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანებას საკუთარ მკვლელობას მოაწერს ხელს. არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ჩვენ მას ვერ მივწვდებით და მან ეს იცის. შეგიძლიათ ჰკითხოთ ყასემ სოლეიმანის, რა ხდება აქ, როდესაც გადავწყვეტთ, რომ რომელიმე ადამიანი ამერიკისთვის საფრთხეს წარმოადგენს" - ამბობს ჯონ ბოლტონი
შეგახსენებთ, რომ კრემლის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის დიმიტრი მედვედევის
მტკიცებით "საჭიროების შემთხვევაში", რუსეთს აქვს უფლება ბირთვული იარაღი გამოიყენოს და ეს "ნამდვილად არ არის ბლეფი"