ევროკავშირის შემდეგ, რუსეთს მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების დაბრუნებისკენ NATO-ც მოუწოდებს
გამოქვეყნდა:
NATO რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას, რომლის დატოვების შესახებაც ოფიციალურმა მოსკოვმა 29 ოქტომბერს განაცხადა.
"პრეზიდენტმა პუტინმა უნდა შეწყვიტოს საკვების იარაღად გამოყენება და დაასრულოს გაუმართლებელი ომი უკრაინაში" - თქვა NATO-ს სპიკერმა.