პირები, რომლებიც ლენტეხის მერიას თავს დაესხნენ, პოლიციას ამ დრომდე იდენტიფიცირებული არ ჰყავს

გამოქვეყნდა:

პოლიციას ამ დრომდე არ ჰყავს იდენტიფიცირებული პირები ვინც ლენტეხის მერიას თავს დაესხნენ. ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილულია ლენტეხის მერის, გიორგი ონიანის სამუშაო კაბინეტი. საგამოძიებო მოქმედებები უწყებაში გვიან ღამემდე გაგრძელდა, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც.

თავად მერი მედიის კითხვებს არ პასუხობს. სამართალდამცველებმა ის უკვე გამოჰკითხეს. ადგილობრივებს უჭირთ საუბარი, თუ რა შეიძლება იყოს მომხდარის მოტივი, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით თავდასხმა შურისძიებას უკავშირდება.

ლენტეხის მცხოვრებლები არ გამორიცხავენ, რომ შურისძიების უკან ერთ-ერთი იმ კომპანიის წარმომადგენლები იყვნენ, რომელიც მას მერე რაც ადგილობრივი თვითმმართველობა გიორგი ონიანმა ჩაიბარა, ტენდერებს ვეღარ იგებს. იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი