
ლუგანსკში დაღუპული მობილიზებულების ახლობლები რუსეთში გამოდიან და ღიად ყვებიან, რა პირობებში აიძულებს პუტინი მათ ბრძოლას.
ოჯახის წევრების ცნობით, მობილიზებულებს ბრძოლის ველზე არც საჭმელი აქვთ არც სასმელი. ხოლო მათი იარაღები ხელნაკეთია და არა პროფესიონალური.
"ბრძოლა 4 დღე მიმდინარეობდა, ჩვენი ჯარისკაცები იბრძოდნენ როგორც შეეძლოთ, რადგან მათ პროფესიონალური იარაღის ნაცვლად, ხელნაკეთი ჰქონდათ. არც საჭმელი ჰქონდათ, არც სასმელი. არც კი ეძინათ. სარდლობისგან განსხვავებით, არც ბრძოლის ველიდან მირბოდნენ. უთხრეს, რომ თავდასაცავად თხრილი გაეკეთებინათ 30 ჯარისკაცზე 1 ნიჩაბი ჰქონდათ. აი, ასეთ პირობებში ჰყავთ ჩვენი ბიჭები იქ",- ამბობს რუსი მობილიზებულის ოჯახის წევრი.
ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გუშინ ლუგანსკში 500-ზე მეტი მობილიზებული ოკუპანტი მოკლეს.
ვრცლად: