ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელს, შესაძლოა, გაცვლისთვის ამზადებდნენ - მედია

გამოქვეყნდა:

გერმანული მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გასამართლებულ რუსეთის მოქალაქეს, ვადიმ კრასიკოვს შესაძლოა, გაცვლისთვის ამზადებდნენ.

გამოცემის ცნობით, ოქტომბრის ბოლოს კრასიკოვი ბერლინის ტეგელის მკაცრი რეჟიმის ციხიდან ბავარიაში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ კრასიკოვს საფრთხე ემუქრებოდა და შურისძიების ეშინოდა, რადგან ბერლინში ჩეჩნური წარმოშობის ბევრი ადამიანია დაპატიმრებული, მეორე ვერსიით კი, კრასიკოვი ეიზენჰუტენშტადტში "დეპორტირებულთა სპეციალური დაკავების ცენტრში" გადაიყვანეს.

გარდა ამისა, გამოცემა წერს, რომ ტეგელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ია რუსეთში უნდა გაეგზავნათ, რადგან პატიმრების გაცვლის ნაწილი იყო.

2022 წლის ივლისში რუსეთმა წამოაყენა კრასიკოვის ექსტრადირების საკითხი აშშ-ის ორი მოქალაქის, ბრიტნი გრინერისა და პოლ უილანის სანაცვლოდ. მაშინ ბერლინის სასამართლომ ეს შუამდგომლობა განიხილა და უარყო.

ცნობისთვის, ხანგოშვილი რუსეთში ტერორიზმის ბრალდებით იძებნებოდა. ის გერმანიაში 2015 წელს, მას შემდეგ გაეგზავრა, რაც საქართველოში მასზე თავდასხმა განხორციელდა. 

ზელიმხან "თორნიკე" ხანგოშვილი ბერლინის პარკში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. გერმანულმა მართლმსაჯულებამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს,  ვადიმ კრასიკოვს, 15 დეკემბერს 
სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა და მკვლელობის დამკვეთად რუსეთის სპეცსამსახურები გამოაცხადა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი რამდენიმე საათში ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი