"გამამხნევებელია იმის ხილვა, როგორ ახერხებს უკრაინა მეტი ტერიტორიის გათავისუფლებას" | სტოლტენბერგი 

გამოქვეყნდა:

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ გამამხნევებელია იმის ხილვა, რომ უკრაინული ძალები უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილის გათავისუფლებას ახერხებს. ამის შესახებ მან დიდ ბრიტანეთში ვიზიტისას ისაუბრა.

"გამამხნევებელია იმის ხილვა, თუ როგორ ახერხებენ გაბედული უკრაინული ძალები უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილის გათავისუფლებას. გამარჯვება და წარმატება, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები აღწევენ გაბედულ უკრაინელ სამხედროებს ეკუთვნით, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს, NATO-ს მოკავშირეებისა და პარტნიორებისგან იღებენ", - თქვა იენს სტოლტემბერგმა

ბრიტანეთში სტოლტენბერგი ქვეყნის ახლა პრემიერმინისტრს, რიში სუნაკს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ დღეს ქალაქ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა. მანამდე, რუსეთის გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების მეთაურმა მოხსენება წარადგინა, რომელშიც ხერსონიდან რუსული ჯარების გაყვანის აუცილებლობაზე საუბრობდა. სუროვიკინმა ხერსონიდან ჯარების გაყვანის მოტივად ის დაასახელა, რომ სამხედროების მომარაგება და ეფექტური ფუნქციონირება ვერ ხდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი