უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკი G20-ის სამიტზე ვიდეომიმართვისას, დიდი ოცეულის (G20) ნაცვლად G19-ს ახსენებდა, რითიც ხაზს უსვამდა მის სურვილს, გამოირიცხოს რუსეთი G20-დან.
"ვერანაირი გამართლება ვერ ექნება ბირთვულ შანტაჟს და მე მადლობას ვუხდი G19-ს, რომ ამას ნათლად აცხადებენ. გთხოვთ, გამოიყენეთ მთელი თქვენი ძალა, რომ აიძულოთ რუსეთი შეწყვიტოს ბირთვული შანტაჟი", - თქვა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 15-16 ნოემბერს ბალიზე G20-ის სამიტი იმართება. მიწვეულ ქვეყნებს შორის არის რუსეთი და უკრაინაც. ცნობილია, რომ სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს რუსეთის პრეზიდენტი პუტინი.