
პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოვარდნას ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება:
"უკრაინა კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ სოლიდარობას პოლონეთის მიმართ და მზად არის უზრუნველყოს ნებისმიერი საჭირო მხარდაჭერა. რუსეთის ქმედებებზე კოლექტიური პასუხი უნდა იყოს მკაცრი და პრინციპული. დაუყოვნებლივ ქმედებებს შორისაა: NATO-ს სამიტი უკრაინის მონაწილეობით შემდგომი ერთობლივი მოქმედებების განსახორციელებლად, რაც აიძულებს რუსეთს შეცვალოს კურსი ესკალაციის მიმართ, უკრაინას მიაწოდოს თანამედროვე თვითმფრინავები, როგორიცაა F-15 და F-16, ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემები, რათა ჩვენ შევძლოთ ნებისმიერი რუსული რაკეტის ჩამოგდება. დღეს უკრაინის ცის დაცვა ნიშნავს NATO-ს დაცვას", - დაწერა კულებამ Twitter-ზე.
ცნობისთვის, უცხოური მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა და არის მსხვერპლიც. გარდა ამისა ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლონეთის პრემიერმინისტრმა მორავიეცკიმ და პრეზიდენტმა დუდამ ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს კრიზისული სხდომა მოიწვიეს.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 100-მდე რაკეტა ისროლეს. საჰაერო იერიშების გამო დაიზანდა მეზობელი მოლდოვაც.
გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და თქვა, რომ ეს
"მიზანმიმართული პროვოკაციაა".
იხილეთ ასევე: