"ტერორი არ შემოიფარგლება ჩვენი ეროვნული საზღვრებით" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც პოლონეთში 2 რუსული რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

ზელენსკის თქმით "ტერორი ეროვნული საზღვრებით არ შემოიფარგლება".

თავად პოლონეთის ხელისუფლება კი ოფიციალურად ამ დრომდე არ ადასტურებს, რომ რუსული რაკეტები მათ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. თუმცა, პოლონეთის პრემიერმინისტრმა მორავიეცკიმ და პრეზიდენტმა დუდამ ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს კრიზისული სხდომა მოიწვიეს.

ცნობისთვის, უცხოური მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა და არის მსხვერპლიც. გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და თქვა, რომ ეს "მიზანმიმართული პროვოკაციაა".

მანამდე კი რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 100-მდე რაკეტა ისროლეს. საჰაერო იერიშების გამო დაიზანდა მეზობელი მოლდოვაც.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი