
"ტერორიზმს საზღვრები არ აქვს. რუსეთმა ეს დაამტკიცა უკრაინაში, შემდეგ მოლდოვაში და ახლა ნატო-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს არ არის პირველი ტერორისტული აქტი, მაგრამ თუ ამას რეაგირება არ მოჰყვება, ეს ბოლო არ იქნება", - ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია წერს და ეხმაურება ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც პოლონეთში რუსული რაკეტები ჩამოვარდა და 2 ადამიანი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, უცხოური მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა და არის მსხვერპლიც. გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და თქვა, რომ ეს "მიზანმიმართული პროვოკაციაა".
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 100-მდე რაკეტა ისროკეს. საჰაერო იერიშების გამო დაიზანდა მეზობელი მოლდოვაც.
იხილეთ ასევე: