ამერიკელი ოფიციალური პირების ვარაუდით, პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა უკრაინამ რუსეთის თავდასხმის მოსაგერიებლად ისროლა - AP

გამოქვეყნდა:

საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ს სამი ამერიკელი ოფიციალური პირი ეუბნება, რომ წინასწარი შეფსებით, სავარაუდოდ, რაკეტა, რომელიც პოლონეთში ჩამოვარდა, უკრაინული ძალების მიერ იყო ნასროლი რუსული შემავალი რაკეტის ჩამოსაგდებად.

ოფიციალური პირები მეიდასთან ანონიმურობის პირობით საუბრობენ. 

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენს ჰკითხეს, იყო თუ არა რაკეტა რუსეთიდან გასროლილი, რაზეც მან თქვა, რომ "არსებობს წინასწარი ინფორმაცია რომელიც ამას ეწინააღმდეგება". ბაიდენმა თქვა, რომ ბოლომდე უნდა გამოიძიონ მომხდარი და შედეგ ისაუბრებს. 

ცობისთვის, სამშაბათს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, სოფელ პრჟედვოდოვში რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. 

ნატო-ს წევრ პოლონეთზე მიზანმიმართულმა, მტრულმა თავდასხმამ შეიძლება გამოიწვიოს ალიანსის კოლექტიური სამხედრო პასუხი. 

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ ოთხშაბათს საღამოს გამართულ მიმართვაში განაცხადა, რომ ვარშავას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ ზუსტად გაუშვა რაკეტა, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე დაეცა და დაადასტურა, რომ ის რუსული წარმოების იყო. პოლონეთმა მოიწვია საერთაშორისო ექსპერტები აფეთქებების გამოსაძიებლად. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ მას "არაფერი აქვს საერთო" პოლონეთში მომხდართან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი