რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის წარმოებით, დასავლეთი უახლოვდება მსოფლიო ომს - მედვედევი

გამოქვეყნდა:

პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნას "ტვიტერით" ეხმაურება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მედვედევი და წერს:

"პოლონურ ფერმაზე უკრაინის სავარაუდო „სარაკეტო დარტყმის“ ინციდენტი მხოლოდ ერთ რამეს ამტკიცებს: რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის წარმოებით, დასავლეთი უახლოვდება მსოფლიო ომს." წერს ის.

ცნობისთვის, გასულ ღამეს, უცხოური მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და თქვა, რომ ეს "მიზანმიმართული პროვოკაციაა".

პოლონეთმა გასულ ღამესვე მოიწვია უშიშროების საბჭოს სხდომა. პრეზიდენტ დუდას განცხადებით, ამჟამად არ აქვთ  რაიმე სახის დამაჯერებელი მტკიცებულება, ვინ ისროლა რაკეტა.  ტრაექტორიის დადგენის მიზნით გამოძიება მიმდინარეობს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი