
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და გუშინ პოლონეთში სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულათა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.
"თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს. ამ მძიმე პერიოდში, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ პოლონეთის მთავრობას და პოლონელ ხალხს. პოლონეთი ევროპის გულია. ეს არავინ არ უნდა დაივიწყოს!",- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, უცხოური მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა და არის მსხვერპლიც. გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და თქვა, რომ ეს "მიზანმიმართული პროვოკაციაა".
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 100-მდე რაკეტა ისროკეს. საჰაერო იერიშების გამო დაიზანდა მეზობელი მოლდოვაც.
ამ ეტაპზე პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა ამბობს, რომ ამჟამად არ აქვთ რაიმე სახის დამაჯერებელი მტკიცებულება, თუ ვინ ისროლა რაკეტა.