უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ალექსანდრე კუბრაკოვმა განაცხადა, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა 120 დღით გახანგრძლივდება.

Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მან დაწერა, რომ საკითხი გაეროს გენერალურ მდივან, ანტონიო გუტერეშს, პრეზიდენტ ზელენსკისა, ასევე თურქეთის პრეზიდენ ერდოღანს შორის შეთანხმდა.

"კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სასურსათო კრიზისთან გლობალურ ბრძოლაში", - წერს ინფრასტრუქტურის მინისტრი. 

მისივე განცხადებით, უკრაინამ ოფიციალურად მიმართა პარტნიორებს ინიციატივის 1 წლით გახანგრძლივებისა და მასში მიკოლაივის პორტის ჩართვის წინადადებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი