
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღშფოთებულია ჰააგის სასამართლოს განაჩენით, რომელმაც 2014 წლის ივლისში დონბასზე მალაიზიური ავიახაზების ბოინგის ჩამოვარდნაში დამნაშავედ ცნო რუსეთის ორი მოქალაქე და ერთი უკრაინელი.
„გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ არჩია უგულებელყო ის ფაქტი, რომ ჰოლანდიის პროკურატურის ყველა დასკვნა ეყრდნობა ანონიმური მოწმეების ჩვენებებს, რომელთა ვინაობა გასაიდუმლოებულია, ასევე, საეჭვო წარმომავლობის ინფორმაციას და დაინტერესებული მხარისგან გადაცემულ მასალებს. “, - თვლიან რუსეთის დეპარტამენტში.
შეგახსენებთ, ჰააგის სასამართლომ დონეცკიში 2014 წელს სამოქალაქო თვითმფრინავზე თავდასხმაში ბრალდებულები: სერგეი დუბინსკი, ლეონიდ ხარჩენკო და FSB-ს ცნობილი თანამშრომელი იგორ სტრელკოვ-გირკინი დამნაშავედ სცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლომ დაასკვნა, რომ გირკინის, დუბნსკის და ხარჩენკოს ერთობლივმა ქმედებებმა MH17 რეისზე მყოფი 298 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.
ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამნაშავეებმა 16 მილიონი ევროს კომპენსაცია უნდა გადაუხადონ დაზარალებულთა ახლობლებს.
ამავე თემაზე: