"ვაგნერმა" სამრეწველო საწარმოებიდან მუშების დაქირავება დაიწყო

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერმა", რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში აქტიურადაა ჩართული, რუსეთის ბელგოროდის რეგიონში არსებული სამრეწველო საწარმოებიდან მუშების დაქირავება დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, ოსკოლის ელექტრომეტალურგიული ქარხნის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, სამხედრო ასაკის თანამშრომლები "ვაგნერის" ბაზაზე ანაზღაურებად წვრთნებში 30 დღის განმავლობაში ჩაერთვებიან.

წვრთნების დასრულების შემდეგ, კი მონაწილეებს მოეთხოვებათ, რომ ხელი მოაწერონ კონტრაქტს კერძო სამხედრო კამპანიასთან.

რამდენიმე კვირის წინ, ბრიტანეთის დაზვერვა თავის ყოვედღიურ განახლებაში წერდა, რომ  ვაგნერის დაჯგუფება მძიმე დაავადებების მქონე რუს პატიმრებც,  მათ შორის, აივ ინფექციითა და C ჰეპატიტის მქონე რუს პატიმრებს ქირაობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი