
ზუგდიდში 14 წლის ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველები კი შემთხვევის ადგილას საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებენ. ცნობილია, რომ ამ წუთებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში თვითმხილველების გამოკითხვა მიმდინარეობს.
რაც შეეხება მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირს, ცნობილი ხდება, რომ ის სამართალდამცველებმა დააკავეს მაშინ, როცა მიმალვას ცდილობდა და ახლობლის მანქანაში ჯდებოდა, რომელის სვანეთის კოშკთან ჰყავდა დაბარებული და მას საოკუპაციო ხაზამდე მიყვანაც სთხოვა.
ავტორი: ემა გოგოხია
იხილეთ ასევე: