რუსეთმა მოლდოვა სიბნელეში დატოვა - მაია სანდუ

გამოქვეყნდა:

"რუსეთმა მოლდოვა სიბნელეში დატოვა", - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის პრეზიდენტი, მაია სანდუ ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, მოლდოვის ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა უკრაინაზე რუსეთის დღევანდელ სარაკეტო დარტყმებს მოჰყვა.

ელექტროენერგიის შეზღუდვაზე იტყობინება მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრი, ანდრეი სპინუც.

მისი ინფორმაციით, ქვეყნის 50%-ზე მეტს ახლა შუქი არ აქვს.

 "მასიური გათიშვა მოლდოვაში, რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შემდეგ. მოლდელექტრიკა მუშაობს, რომ აღადგინოს ქვეყნის ელექტროენერგიის 50%-ზე მეტი", - წერს მინისტრი ტვიტერზე.

ცნობისთვის, კიევსა და უკრაინის რამდენიმე ქალაქში საჰაერო განგაში დღეს, 23 ნოემბერს, დილიდანვე გამოცხადდა. რუსეთი მიზანმიმართულად ბომბავდა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. შედეგად, წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდა უკრაინის ტერიტორიაზეც. სარაკეტო იერიშებს მოჰყვა მსხვერპლიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი