ევროპარლამენტმა უკრაინისთვის €18 მილიარდიანი დახმარება დაამტკიცა

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს გადაცემა დაამტკიცა, - ამის შესახებ  ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ტვიტერზე წერს.

„რეკორდულ დროში, ევროპარლამენტმა ახლახან დაამტკიცა უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს გადაცემა, რათა გადაურჩეს ამ ომს და მალევე დაიწყოს რეკონსტრუქცია. 9 თვე კრემლის ომში, ჩვენი მხარდაჭერა მხოლოდ ძლიერდება. ჩვენ არ შევიცვლით პოზიციას“, - წერს რობერტა მეცოლა

 

ცნობისთვის, დამატებით 2,5 მილიარდი ევროს ღირებულების ტრანში ევროკავშირმა უკრაინისთვის რამდენიმე დღის წინაც გამოყო. ახლა გამოყოფილი 18 მილიარდი ევრო კი ევროპარლამენტის მიერ შემუშავებული 2023 წლის მაკროფინანსური პროგრამის ნაწილია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი