ნიკა გვარამიას გათავისუფლება - ნაბიჯი ევროკავშირისკენ | მიშელის წერილის მიუხედავად, პრეზიდენტი დუმს

გამოქვეყნდა:

პოლარიზაციის დასრულების ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი პრეზიდენტის ხელშია, თუმცა სალომე ზურაბიშვილი დუმს და არც გადაწყვეტილების მიღებას ჩქარობს. პოლიტპატიმრების გათავისუფლება რომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია, იცის სახელმწიფოს მეთაურმა, ამის შესახებ კიდევ ერთი გზავნილი ათონელის რეზიდენციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის კაბინეტიდანაც მიიღეს.

შარლ მიშელის წერილიდან ცნობილი ხდება, რომ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ინსტიტუტციაში დეტალურად არიან ინფორმირებული პოლიტიკური მართლმსაჯულების შესახებ და იზიარებენ ევროკავშირის წარმომადგენლობისა და სახალხო დამცველის პოზიციას - გადახედოს კრიტიკული მედიამენეჯერის ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხს.

თუმცა "მთავარი არხის" დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით დასმული შკითხვა პრეზიდენტმა დღესაც უპასუხოდ დატოვა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი