
11 ნოემბრის შემდეგ, როდესაც უკრაინული ჯარები ხერსონში შევიდნენ, ქალაქში 32 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - წერს უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსი იგორ კლიმენკო Facebook-ზე.
ისინი გახდნენ რუსული ჯარების მიერ განხორციელებული დაბომბვის მსხვერპლნი დნეპრის მარცხენა სანაპიროდან, რომელიც რჩება მათი კონტროლის ქვეშ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინამ ხერსონი 11 ნოემბერს გაათავისუფლა.პუტინის რეჟიმისთვის საკვანძო ქალაქში ისევ უკრაინული დროშა აფრიალდა და ამით თითქმის 9-თვიანი ოკუპაცია დასრულდა. ქალაქს, რომელიც რუსეთმა ფსევდორეფერენდუმით მიიერთა, დღეს ოფიციალური კიევი აკონტროლებს.
ხერსონის გათავისუფლებაზე იხილეთ: