აშშ უკრაინაში Patriot-ის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს

გამოქვეყნდა:

BBC-ს ინფორმაციით, აშშ უკრაინაში Patriot-ის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს,რათა ქვეყანა დაიცვას რუსული სარაკეტო დარტყმისგან. 

"ყველა შესაძლებლობას განვიხილავთ, რომელიც უკრაინელებს რუსული თავდასხმებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში დაეხმარება, ამიტომ ყველა შესაძლებლობა მაგიდაზეა, და ჩვენ განვიხილავთ, რისი გაკეთება შეუძლია შეერთებულ შტატებს, რისი გაკეთება შეუძლიათ ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს, განვიხილავთ შესაძლებლობების კომბინაციებს, რომლებიც სასარგებლო იქნება" - თქვა ამერიკის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა.

ცნობისთვის, ეს სისტემები ძირითადად შექმნილია მოკლე დისტანციის ბალისტიკური რაკეტების, აგრეთვე თვითმფრინავებისა და საკრუიზო რაკეტების განადგურებისთვის.​ 

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი