ოთარ სირაძის საქმე - ყოფილი გუბერნატორი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება

გამოქვეყნდა:

პროკურატურამ ოთარ სირაძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენა. საგამოძიებო უწყება სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით უახლოეს საათებში მიმართვს.

ჯერჯერობით უცნობია, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს თუ გირაოს შეფარდებას. თავად სირაძე კი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და ირწმუნება, რომ მომხდარი ინციდენტი, რის გამოც მას ედავებიან, დაგეგმილი პროვოკაცია იყო.

ცხადია, ბრალს არ ვეთანხმებით. ეს არის აბსურდული ბრალი. პრინციპში, არაფერი არ იცვლება... ნებისმიერი განვითარებისთვის ვარ მზად. ჩემი ბრძოლა კვლავ გაგრძელდება რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ, - ამბობს სირაძე.

ადვოკატ რობინზონ ხურცილავას თქმით, ისინი გირაოს შეფარდებას მოითხოვენ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ სასამართლომ პატიმრობის შუამდგომლობა დააკმაყოფილოს.

შეგახსენებთ, რომ ოთარ სირაძესა და მის ძმას სამართდლამცველები ჯგუფურ ძალადობაში, 4 ივლისს მომხადრი ფაქტის გამო ედავებიან, რა დროსაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთ-ერთმა სამოქალაქო აქტივისტმა, სხეულის დაზიანება მიიღო. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი