"პოლიტიკური სიახლეები კლინიკური ფსიქიატრიის სფეროდან" | დანილოვი მედვედევის მუქარაზე

გამოქვეყნდა:

"პოლიტიკური სიახლეები კლინიკური ფსიქიატრიის სფეროდან" - ასე ეხმაურება ნატოს მიმართ მედვედევის მუქარას უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. ოლექსეი დანილოვი მიიჩნევს, რომ მისი განცხადება კომენტარის ღირსიც არ არის.

მედვედევმა კი გუსინ თქვა, რომ "თუ ნატო უკრაინას Patriot-ის სისტემებს მიაწვდის, ისინი დაუყოვნებლივ გახდებიან რუსეთის სამიზნე".

„მიკვირს, როცა მედვედევს ციტირებენ. უაზრობაა. აზრები, რაც არ აქვს და ტექსტები, რომლებიც არ დაწერს. აქვს თუ არა აზრი რუსული ღობეებიდან და მოსკოვის ტუალეტებიდან წარწერების გავრცელებას... არ უნდა აურიოთ. პოლიტიკური სიახლეები კლინიკური ფსიქიატრიის სფეროდან.“ - ამბობს დანილოვი.

ცნობისთვის, დიმიტრი მედვედევმა ნატოს მუქარა მას შემდეგ დაიწყო, რაც გაჩნდა იდეა უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემის პატრიოტის გადაცემის შესახებ, რომელიც, მანამდე გერმანიამ შესთავაზა პოლონეთს. შეგახსენებთ, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ამჟამად განიხილება უკრაინას პატრიოტი სისტემების მიწოდების შესაძლებლობა.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი