ვინ დაუკვეთა საქართველოში ებრაელი ბიზნესმენის, იციკ მოშეს მკვლელობა? | The Washington Post-ის სტატია 

გამოქვეყნდა:

ვინ არის პირი, რომელმაც საქართველოში იციკ მოშეს მკვლელობა დაუკვეთა? - სტატიას ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით აქვეყნებს.

როგორც ირკვევა, ეს არის ირანის მოქალაქე შაჰრამ პურსაფი, რომელმაც 2020 წელს  ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მკვლელობა დაუკვეთა.

„დასავლელი თანამდებობის პირები ვარაუდობენ, რომ სწორედ პურსაფიმ დაუკვეთა საქართველოში მცხოვრები ბიზნესმენის, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტისა და „ისრაელის სახლის“ დამაარსებლის იციკ მოშეს მკვლელობა. 

"ირანს აქვს საზღვარგარეთ მცხოვრებ იმ პირთა სია, რომელსაც მათი რეჟიმისთვის საშიშად მიიჩნევენ. თეირანის სამიზნეა: ამერიკის, კანადის, ბრიტანეთის, თურქეთისა და ევროპის მაღალჩინოსნები, მედიასაშუალებები, რომლებიც ირანის რეჟიმს აკრიტიკებენ. ასევე, ებრაელი და ისრალეთან კავშირის მქონე მოქალაქეები - სამთავრობო დოკუმენტებისა და ოფიციალური პირების თანახმად. 

დასავლელი თანამდებობის პირები ვარაუდობენ, რომ პურსაფიმ გასულ წელს, ასევე, სცადა საქართველოში მცხოვრები ბიზნესმენის, იციკ მოშეს მკვლელობა. ის წლებია მუშაობს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და ისრაელს შორის ურთიერთობის გასაღრმავებლად" ,- ნათქვამია სტატიაში. 

ცნობისთვის, შაჰრამ პურსაფზე, ამჟამად ძებნაა გამოცხადებული. მის მიერ ბოლტონის მკვლელობის დაგეგმვის მოტივი სავარაუდოდ, ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მოკვლაზე „შურისძიება“ იყო.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი