რუსეთი ადასტურებს, რომ მათ აეროდრომებზე იერიშის შედეგად დაზიანდა თვითმფრინავები და დაიღუპა 3 პირი

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ გუშინ, 5 დეკემბერს რიაზანისა და სარატოვის ოლქებში ორ აედრომზე უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. სამინისტრო, ასევე, ადასტურებს, რომ შემთხვევის შედეგად დაიღუპა 3 სამხედრო მოსამსახურე, ხოლო 4 დაშავდა.

რუსეთი ამბობს, რომ უკრაინის დრონები მათმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს, მაგრამ ადასტურებს, რომ დაზიანდა ორი რუსული სამხედრო თვითმფრინავი. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა გამოაქვეყნეს ფოტოები რუსეთში სტრატეგიული ავიაციის აეროდრომზე დარტყმის შედეგების შესახებ. ფოტოზე ნაჩვენებია დაზიანებული ბომბდამშენი-სარაკეტო მატარებელი და სატვირთო მანქანა, რომელთა გვერდით სისხლის კვალია:

დღეს, 6 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ თავდასხმა კიდევ ერთ აეროდრომზე იყო:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი