უნგრეთმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 18 მილიარდიანი მაკროფინანსური დახმარების პაკეტი დაბლოკა, - ამის შესახებ ინფორმაციას Unian ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ პროექტის განსახილვლელად დღეს, 6 დეკემბერს, ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები შეხვდნენ.
შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ტვიტერზე ავრცელებს "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი, რიკარდ ჯოზვიკაიც.
"როგორც მოსალოდნელი იყო - ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილ 18 მილიარდ ევროიან დახმარებას მწვანე შუქი არ აენთო, როდესაც ევროკავშირის ფინანსური მინისტრები შეხვდნენ ბრიუსელში. უნგრეთი კვლავ ბლოკავს დახმარების პაკეტს, რადგან საკუთარი შემოსავლები უზრუნველყოს. დებატები ძალიან ემოციური იყო, სადაც ბუდაბეში ყველა მონაწილემ გააკრიტიკა, თუმცა უშედეგოდ", - წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 24 ნოემბერს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტ მეცოლამ განაცხადა, რომ ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 18 მილიარდიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა. აღნიშნული თანხა მოხმარდება უკრაინის ენერგეტიკისა და ჯანდაცვის ინსტიტუტების დაფინანსებას, ასევე, სახელფასო და საპენსიო ბიუჯეტის შევსებას.
პაკეტს საწინააღმდეგოდ მალევე გამოვიდა უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი. მან თქვა, რომ უნგრეთი გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, თუმცა იგი უკრაინას საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე წინ ვერ დააყენებს.