შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ოჯახის კუთვნილი Trump Organization-ის ორი კომპანია საგადასახადო თაღლითობასა და საგადასახადო დოკუმენტების გაყალბებისთვის წარდგენილ ყველა ბრალდებაში, ნიუ იორკის სასამართლომ დამნაშავედ ცნო. 

Politico-ს ინფორმაციით, ტრამპის ორგანიზაცია 13-წლიანი კრიმინალური საგადასახადო თაღლითობის სქემით მოქმედებაში ამხილეს. ნიუ-იორკის შტატის ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილი განაჩენით, შეიძლება 1,6 მილიონი დოლარის ჯარიმა დაეკისროს ტრამპის ორგანიზაციას. ამასთან, შესაძლოა კომპანიებს მომავალში გაუჭირდეს სესხების უზრუნველყოფა და დაფინანსება.

"13 წლის განმავლობაში Trump Corporation დაTrump Payroll Corporation სარგებლობდნენ დაუსჯელი სქემით, რომელიც მაღალი დონის ხელმძღვანელებს აჯილდოებდა გულუხვი პრივილეგიებითა და კომპენსაციებით, მიზანმიმართულად მალავდა შეღავათებს საგადასახადო ორგანოებისგან", - BBC-ის ცნობით, თქვა ალვინ ბრეგმა, მანჰეტენის ოლქის პროკურორმა.

გამოცემის ინფორმაციით, ეს განაჩენი არის წარუმატებლობა ტრამპისთვის, რომელმაც უკვე დაანონსა, რომ იწყებს ბრძოლას პრეზიდენტობისთვის მორიგ არჩევნებში. ტრამპმა თქვა, რომ განაჩენს გაასაჩივრებს და აღნიშნა, რომ ის "იმედგაცრუებულია". მან კვლავ უწოდა საქმეს "ჯადოქრებზე ნადირობა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი