"პუტინის საწამლავები-ცივი ომიდან მომაკვდავ სააკაშვილამდე" - იტალიური მედია საქართველოს მესამე პრეზიდენტზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ამერიკელი ტოქსიკოლოგის დასკვნას, რომლის თანახმადაც ის მოწამლულია, დასავლური მედია აქტიურად განიხილავს.

"პუტინის საწამლავები-ცივი ომიდან მომაკვდავ სააკაშვილამდე" - წერს იტალიური მედია და იხსენებს იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე დადგენილია რომ პუტინის საწამლავებით მოწამლეს.

"ვიქტორ იუშჩენკო, ანა პოლიტკობსკაია, ალექსანდრ ლიტვინენკო, სერგეი სკრიპალი, ალექსეი ნავალნი და ახლა კი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაშია" - ნათქვამია სიუჟეტში, რომელშიც ხაზგასმულია, რომ სააკაშვილის ისტორია ძალიან ჰგავს რუსული სპეცსამსახურების ხელწერას, მითუმეტეს როცა ცნობილია, რომ სააკაშვილის გეგმები, ნატოსთან და ევროპასთან დაახლოების შესახებ მიუღებელი იყო პუტინისთვის.

ცნობისთვის, გასულ კვირას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტატიები გამოქვეყნდა სხვადასხვა დასავლურ მედიაში:

  1. WP, Independent, ABCnews euronews - მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლას საერთაშორისო მედია ეხმაურება;
  2. Forbes მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სტატიას აქვეყნებს
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი