უკრაინელებმა დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში რუსეთის 58-ე არმიის ხელმძღვანელობა გაანადგურეს | მოკლულია 60 რუსი

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში უკრაინელებმა რუსეთის 58-ე არმიის ხელმძღვანელობა გაანადგურეს.

​მათი ინფორმაციით, განადგურებულია 60 რუსი ოკუპანტი, ხოლო დაშავებულია 100. 

"11 დეკემბერს ლუგანსკის ოლქის ქალაქ კადიივკაში რუსეთის საოკუპაციო ძალების ცოცხალი ძალის დისლოკაციის პუნქტის აფეთქების შედეგად მტრის 60 სამხედრო გარდაიცვალა და 100-მდე დაიჭრა", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში ჭადრაკის სკოლა აფეთქდა, სადაც რუსები იმყოფებოდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი