რუსეთი აცხადებს, რომ საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტა დღის წესრიგში არ არის

გამოქვეყნდა:

კრემლის პრესსპიკერს, დიმიტრი პესკოვს ოთხშაბათს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, განიხილავს თუ არა რუსეთი შობისა და საახალწლო დღესასწაულებზე ზავის დადებას.

პესკოვმა თქვა, რომ მოსკოვს არ მიუღია წინადადებები უკრაინასა და რუსეთს შორის შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სადღესასწაულო პერიოდისთვის და დასძინა, რომ "ეს თემა დღის წესრიგში არ არის".

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლიდიმირ ზელენსკიმ ამ კვირის დასაწყისში G7-ის ლიდერებთან მიმართვისას განაცხადა, რომ მშვიდობის ფორმულის ნაწილია, რომ ოკუპანტმა დატოვოს უკრაინის მიწა. მან რუსეთს მოუწდა უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა საშობაოდ დაიწყოს და სულ მცირე, ეცადოს დაამტკიცოს, რომ შეუძლია აგრესიის მიტოვება. იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი