ევროპარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტმა, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. ევროპარლამენტის მიერ დღეს, 15 დეკემბერს მიღებულ რეზოლუციაში წერია, რომ  "ევროპარლამენტი 1932-1933 წლებში საბჭოთა რეჟიმის მიერ უკრაინაში მოწყობილ შიმშილს, რომელიც ცნობილია როგორც ჰოლოდომორი,  გენოციდად აღაირებს". 

"ევროპარლამენტი აღიარებს ჰოლოდომორს, რომელიც გამოწვეული იყო საბჭოთა ხელისუფლების შეგნებული პოლიტიკით, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად, რადგან ის ჩადენილი იყო ადამიანთა ჯგუფის განადგურების მიზნით, მათი ფიზიკური განადგურებისთვის გათვლილი პირობების განზრახ შექმნით", - წერია რეზოლუციაში

ევროპარლამენტი "მტკიცედ გმობს გენოციდის ამ ქმედებებს, რამაც გამოიწვია მილიონობით უკრაინელის სიკვდილი და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა უკრაინული საზოგადოების საფუძვლებს“.

რეზოლუციაში ნათქვამია ისიც, რომ რუსეთის ფედერაციამ, როგორც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრემ, ბოდიში უნდა მოიხადოს ამ დანაშაულებისთვის.

წელს, 26 ნოემბერს უკრაინაში, ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის 90 წლისთავი აღინიშნა. 

ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ უკრაინაში ყოველი წლის ნოემბრის მე-4 შაბათია მიჩნეული. ამ სახელით ცნობილია მასობრივი შიმშილობა, რომელიც 1932-33 წლებში მოხდა, როცა საბჭოთა ხელისუფლებამ უკრაინის მოსახლეობას კოლექტივებში შესვლა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის დათმობა აიძულა. შედეგად, რამდენიმე მილიონი ადამიანი დაიღუპა.

ჰოლოდომორი უკრაინელი ერის გენოციდად აღიარა გერმანიის ბუნდესტაგმაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი