ევროკავშირის სანქციების მე-9 პაკეტში რუსი მომღერალი გრეგორი ლეპსიც მოხვდა

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტის ფარგლებში, შეზღუდვები 200-მდე ფიზიკურ პირს დაუწესდა.

სანქცირებულთა შორის არიან რუსეთისის საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წევრი, განათლების მინისტრი სერგეი კრავცოვი, მეცნიერების მინისტრი ვალერი ფალკოვი, კულტურის მინისტრი ოლგა ლიუბიმოვა, ასევე 7 რუსი გუბერნატორი.

სანქცირებულთა შორის არიან: ტელეწამყვანი ბორის კორჩევნიკოვი, მომღერალი გრიგორი ლეპსი, რეჟისორი და ტელეწამყვანი ნიკიტა მიხალკოვი, მთარგმნელი და ბლოგერი დიმიტრი პუჩკოვი და რამზან კადიროვის ქალიშვილები - აიშატი და კარინა

შეზღუდვები შეეხო, მოსკოვის საკრედიტო ბანკს, რუსულ რეგიონული განვითარების ბანკს, შორეული აღმოსავლეთის ბანკსა და როსკომნადზორს.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი დღეს, 16 დეკემბერს დაამტკიცა,
ახალი პაკეტის მიხედვით, შეზღუდვების ქვეშ მოექცა 168 რუსული კომპანია: სამხედრო-სამრეწველო, სამთო და ენერგეტიკის სექტორებში.

ევროკავშირმა ასევე გააფართოვა შეზღუდვები ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების ექსპორტზე: ქიმიკატები, IT აღჭურვილობა, დრონები, ძრავები, ელექტრონიკა.

გარდა ამისა რუსეთის პირველმა არხმა, ტელეკომპანია Rossiya, NTV და Ren-TV დაკარგეს ლიცენზია ევროკავშირის ქვეყნებში მაუწყებლობისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი