
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უკრაინელი სამხედროსგან საჩუქარი გადასცა, რომელმაც ბაიდენს თავისი ჯილდო და წერილი ბახმუტიდან გაუგზავნა. ინფორმაციას Reuters-ის ჟურნალისტი სტივ ჰოლანდი Twitter-ზე ავრცელებს:
"დაუსახურებელია, მაგრამ ვაფასებ" - განაცხადა ჯილდოს მიღებისას ჯო ბაიდენმა.
ორი ქვეყნის პრეზიდენტის ისტორიული შეხვედრა კი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ამ წუთებში იწყება. 2-საათიანი შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
იხილეთ ასევე: