ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, თათია ნიკოლაშვილმა, მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დღეს ოზურგეთის პოლიციას ოფიციალურად მიმართა.
ნიკოლაშვილის თქმით, აღნიშნული უწყებიდან ის შესაბამის რეაგირებას ითხოვს.
ცნობისთვის, გუშინ ოზურგეთის საკრებულოში "ოცნების" ქალი დეპუტატები ენმ-ს წევრს, თათა ნიკოლაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. "გადაგამტვრევ გოგო მუხლებში" - ამ სიტყვებით მიმართა “ქართული ოცნების” დეპუტატმა ოზურგეთის საკრებულოში, ნინო ნადირაშვილმა, თავისივე კოლეგას “ნაციონალური მოძრაობიდან", თათია ნიკოლაშვილს და რამდენჯერმე ტრიბუნასთან მყოფ დეპუტატს მუშტი ჩაარტყა.
ამავე თემაზე:
ავტორი: ლადო მენაბდე