
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, უნგრეთის პრემიერმინისტრის განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ ორბანის ეს გაცხადება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ პათოლოგიურ უპატივცემულობას აჩვენებს.
"უნგრეთის პრემიერმინისტრის განცხადება აჩვენებს პათოლოგიურ უპატივცემულობას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელიც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ იბრძვის, ასევე, მის საკუთარ პოლიტიკურ ახლომხედველობას. ომში უკრაინის დამარცხება, რომლისკენაც ვიქტორ ორბანი ირიბად მოუწოდებს, გამოიწვევდა რუსეთის აგრესიის პირდაპირ საფრთხეს უნგრეთისთვის და უნგრელებისთვის.
უნგრეთის ლიდერმა უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს, სურს თუ არა მას მშვიდობა. თუ პასუხი დადებითია, უნდა გამოიყენოს თავისი მჭიდრო კავშირები მოსკოვთან, რათა მან შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია და გაიყვანოს ჯარები" - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ორბანი მიიჩვენბს, რომ უკრაინას შეუძლია, ბრძოლა განაგრძოს მხოლოდ მანამდე, ვიდრე აშშ მას ფულსა და იარაღს აწვდის.