"ეს არის თვით რუსეთის ბედის შეჯამება" | ზელენსკი რუსულ სარაკეტო იერიშებზე

გამოქვეყნდა:

"31 დეკემბერი... დღეს ეს რუსული სარაკეტო თავდასხმა, რაც არ უნდა უნდოდეს ტერორისტებს, წლის დასასრული არ არის. ეს არის თვით რუსეთის ბედის შეჯამება, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკი რუსებს მიმართავს და ამბობს, რომ პუტინი იმალება სამხედროების, რაკეტების, მისი რეზიდენციების და სასახლეების კედლებს მიღმა.

"31 დეკემბერი... დღეს ეს რუსული სარაკეტო თავდასხმა, რაც არ უნდა უნდოდეს ტერორისტებს, წლის დასასრული არ არის. ეს არის თვით რუსეთის ბედის შეჯამება.

ტერორისტულ სახელმწიფოს არ ეპატიება. და ვინც გასცემს ბრძანებას ასეთი დარტყმების შესახებ და ვინც მათ ახორციელებს, შეწყალებას ვერ მიიღებენ. რბილად რომ ვთქვათ. სარაკეტო თავდასხმის რამდენიმე ტალღა ახალი წლის დღეს. რაკეტები ხალხის წინააღმდეგ. არაადამიანებმა გააკეთეს ეს და არაადამიანები წააგებენ. მე და შენ ვიცით. ტერორისტები ამას ვერ შეცვლიან

თქვენს ლიდერს [პუტინს] სურს აჩვენოს, რომ მის უკან დგას სამხედროები, რომ ის წინ დგას, მაგრამ ის უბრალოდ იმალება. ის იმალება სამხედროების უკან, რაკეტების მიღმა, მისი რეზიდენციების და სასახლეების კედლებს მიღმა.

ის შენს უკან იმალება და შენს ქვეყანას და მომავალს წვავს. ტერორს არასოდეს გაპატიებთ, ამას მსოფლიოში არავინ აპატიებს, უკრაინა არ აპატიებს.

მადლობა ყველას, ვინც იცავს უკრაინას! მადლობა ყველას, ვინც წინა ხაზზეა! მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც იბრძვის ჩვენი ქვეყნისთვის! მადლობა საჰაერო ძალებს! და გთხოვთ, ნუ უგულებელყოფთ სირენებს. მადლობა ჩვენს ენერგეტიკას, ყველას, ვინც ეწინააღმდეგება ტერორისტული თავდასხმების შედეგებს" -  ამბობს ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინის ქალაქების დაბომბვას განაგრძობს, დაიღუპა 1, დაშავდა 20-მდე პირი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი