რუსეთი აცხადებს, რომ ოკუპირებულ მაკიივკაზე სარაკეტო იერიშის შედეგად 63 რუსი სამხედრო დაიღუპა

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის სარაკეტო დარტყმის შედეგად, ოკუპირებული დონეცკის რეგიონის ქალაქ მაკიივკაში 63 რუსი სამხედრო დაიღუპა.

 "კიევის რეჟიმმა ამერიკული წარმოების HIMARS-ით ექვსი სარაკეტო დარტყმა მიაყენა რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ქვედანაყოფის დროებითი განლაგების პუნქტს, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მაკიივკას დასახლების ტერიტორიაზე....  დაიღუპა 63 რუსი სამხედრო" - წერია განცხადებაში.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს მაკიივკაში 400-მდე მობილიზებული რუსი დაიღუპა, ხოლო დაიჭრა 300.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი