ისე მოხდა, რომ ჩემს ძლიერ საყვარელ ერებს კონფლიქტი აქვთ - ვალერი მელაძე

გამოქვეყნდა:

მომღერალი ვალერი მელაძე რუსეთში მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და დაწერა, რომ მისთვის ძლიერ საყვარელ ერებს კონფლიქტი აქვთ. მელაძე ამბობს, რომ არ სურს ვინმე სძულდეს და არ ცდილობს ვინმეს ასიამოვნოს.

"ხალხო, მინდა მომისმინოთ და გაიგოთ ჩემი სიტყვები. აი, უკვე 10 თვეა მე, ისევე, როგორც ბევრი სხვა ადამიანი, სიმძიმის და დარდის გრძნობით ვცხოვრობ. ისე ხდება, რომ ჩემს ძლიერ საყვარელ ერებს კონფლიქტი აქვთ, რომელშიც ადამიანები იღუპებიან. მე არ შემიძლია და არ მინდა ვინმე მძულდეს და არც ვცდილობ ვინმეს ვასიამოვნო. მე მხოლოდ ვოცნებობ, რომ ანტაგონიზმი შეწყდეს და ჰარმონია დამყარდეს ახლო ხალხებს შორის. მზად ვარ, ამაში მთელი ჩემი ენერგია ჩავდო", - წერს ვალერი მელაძე.

ცნობისთვის, რუსეთის დუმისა და ფედერაციის საბჭოს წევრებმა ვალერი მელაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა მოითხოვეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გავრცელდა ვიდეო ერთ-ერთი წვეულებიდან, სადაც მელაძე ფრაზას - "დიდება უკრაინას", პასუხობს - :დიდება გმირებს".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი