პუტინის საშობაო "ცეცხლის შეწყვეტა" | რა დგას ფორმალური "ზავის" მიღმა

გამოქვეყნდა:

შობით შენიღბული სისხლიანი გეგმა - ვლადიმერ პუტინი უკრაინას დროებით ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, თუმცა რუსული არმია ამ პერიოდს ტაქტიკური გადაადგილებისა და პოზიციების გასამყარებლად იყენებს. ფორმალური დაზავების ათვლაც კი რუსული არმიის იერიშის ფონზე დაიწყო - განსაკუთრებული თავდასხმის სამიზნე კვლავ ბახმუტი და ლიმანი იყვნენ, რომლებიც რუსების არტილერიამ ზავის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე უმოწყალოდ დაბომბა.

რუსულ ზავს ფარისებლობას უწოდებენ ევროპაშიც. ბრიუსელი და სხვა ევროპული დედაქალაქები ადასტურებენ, რომ არ შეწყვეტენ კიევის დახმარებას და ბრძოლა გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე ეს უკრაინას სჭირდება. საბრძოლო სულისკვეთების იყო უკრაინელების პასუხის კრემლის ყალბ შეთავაზებაზე - ზავი შესაძლებელია მხოლოდ ჯარების გაყვანის შემთხვევაში - აცხადებს ოფიციალური კიევი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი