"ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო

გამოქვეყნდა:

"ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნო კამპანია დღეს ოფიციალურად დაიწყო და თბილისისა და რეგიონების მაჟორიტარები წარადგინა. მაჟორიტართა წარდგენაზე რამდენიმე თვიანი გაუჩინარების შემდეგ პირველად გამოჩნდა პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც პრეზენტაციაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართა. თავის სიტყვაში ივანიშვილი, ტრადიციისამებრ, ოპოზიციასაც შეეხო და განაცხადა, რომ მათთვის მთავარი ძალაუფლების ხელში ჩაგდება და რევანშია. 

ამ კრიზისმა დაანახა ყველას, რომ ქვეყნის მართვის სადავეები სანდო ხელშია და "ქართული ოცნების" ხელისუფლება არის ქვეყანაში სიმშვიდის და სტაბილურობის გარანტი, რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკის გამტარებელი, - განაცხადა ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა. 

მან დარწმუნებით განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს. 

აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციაზე გამომსვლელთა შორის, ქვეყნის ოკუპაციაზე მხოლოდ პრემიერმა გიორგი გახარიამ ისაუბრა. 

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ხაზი გაუსვა, რომ არჩევნები სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება. 

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ 2020 წლის არჩევნები ნახევრად პროპორციული სიით 120-30-ზე პროპორციით ჩატარდება. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი